რეორგანიზაციისას საჯარო მოხელეებს ვერ გაათავისუფლებენ

15 მაისი 2017, 00:00 3065 ნახვა

რეგულაცია, რომლის მიხედვითაც  საჯარო მოხელეებს რეორგანიზაციის შემთხვევაში  სამსახურიდან ვეღარ გაათავისუფლებენ,  პირველი ივლისიდან ამოქმედდება. მობილობის წესი მთავრობამ აპრილში დაამტკიცა.  

საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან ოპტიმიზაციის გამო, დასაქმებული  შესაძლებელია  მხოლოდ მისი თანხმობით გადაიყვანონ იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში,  მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ ცვლილება დაგვიანებული, თუმცა აუცილებელია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი