NDI კვლევების მიხედვით საქართველოს მოქალაქეების 63% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 37 პროცენტი კი ფიქრობს, რომ დასაქმებულია - კითხვით საქართველოს მოქალაქეებს ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მიმართა.
მოქალაქეები, რომლებიც თავს დაუსაქმებლად თვლიან, აქედან 37% ეძებს სამსახურს, 9 % კი არ მუშობს, უნდა სამსახური,თუმცა ამ ეტაპზე არ ეძებს მას.
24% ვინც თავს დაუსაქმებლად გრძნობს, მაგრამ სამსახურის პოვნა არ უნდა პენსიონერია. პენსიონერების მხოლოდ 2 პროცენტია ვისაც სჭირდება დასაქმება და აქტიურად ეძებს.
13% არ ეძებს სამსახურს, რადგან დიასახლისია. გამოკითხული მოსახლეობის შვიდი პროცენტი არ არის დაინტერესებული ზოგადად დასაქმებით.
ვინც არ თვლის თავს დასაქმებულად, მათ შორის 5% სტუდენტი, ხოლო 2% პროცენტი შშმ პირი.