ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 8 პროცენტი ფიქრობს, რომ ხელისუფლება მათთვის სასარგებლო ცვლილებებს ახორციელებს. ამ მოსაზრებას 41% ნაწილობრივ ეთანხმება.
გამოკითხულთა 28 პროცენტი ფიქრობს, რომ ხელისუფლება არ ახორციელებს სასარგებლო ცვლილებებს მათთვის.
20 % კი ნაკლებად რადიკალურია და ნაწილობრივ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება მათთვის სასარგებლო ცვლილებებს ახორციელებს.