თვითმმართველობის არჩევნები - დაპირისპირება ოპოზიციაში

11 ივლისი 2025, 14:31 103 ნახვა

წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნამდე რამდენიმე კვირა რჩება, თუმცა ოპოზიციაში ჯერ კიდევ აკრიტიკებენ მიღებული გადაწყვეტილების გამო ერთმანეთს. 

საპატიმროდან დღეს წერილი გაავრცელა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა. ვაშაძეს მიაჩნია, რომ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებია, ხოლო გზა გამარჯვებამდე გადის ერთიანობაზე. საუბრობს საერთო სამოქმედო გეგმასა და ურთიერთპატივისცემაზე.

ერთიანობის მომხრეა ლელოც, თუმცა მიაჩნიათ რომ ბოიკოტი წინასწარ განწირულია მარცხისთვის. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძე წერს წერილში, რომელიც ვაშაძის მსგავსად წერილს ციხიდან ავრცელებს. 

არჩევნებში ოპოზიციური პარტიების ნაწილის მონაწილეობას კვლავ რუსულ სპეცოპერაციაში ჩართვას უწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაში.

მმართველ გუნდში კი შექმნილ დაპირისპირებას გარე ძალებისგან მიღებულ დავალებებს უკავშირებენ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში