ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობაზე რჩება

10 ივლისი 2025, 14:04 123 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. ევროპარლამენტის წევრების უმრავლესობამ, რომლებმაც  კენჭი უყარეს ულტრამემარჯვენეების მიერ წარდგენილ წინადადებას, მხარი დაუჭირა კომისიის პრეზიდენტს.

თუ მას უნდობლობას გამოუცხადებდნენ, ფონ დერ ლაიენს და მისი  კომისიის დანარჩენ წევრებს თანამდებობების დატოვება მოუწევდათ, რაც ევროკავშირს ქაოსში ჩააგდებდა.

უნდობლობის გამოცხადების წინააღმდეგ 360 ევროპარლამენტარი გამოვიდა, 175-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 18-მა თავი შეიკავა. 720 ევროპარლამენტარიდან 553 მივიდა ხმის მისაცემად. უნდობლობის გამოსაცხადებლად  357 ხმა იყო საჭირო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში