იტალია უკრაინის რეკონსტრუქციის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

10 ივლისი 2025, 14:04 101 ნახვა

იტალია უკრაინის რეკონსტრუქციის რიგით მეოთხე ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს. შეხვედრა გახსნეს პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ და უკრაინის პრეზიდენტმა.

იტალიის პრემიერმა განაცხადა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის, რომელიც სამ წელზე მეტია რუსეთის აგრესიული ომის მსხვერპლია. ასევე მნიშვნელოვანია ომის შედეგად დანგრეული სკოლებისა და საავადმყოფოების აღდგენა- განაცხადა მელონიმ.

საერთაშორისო კონფერენცია რუსეთის მიერ  უკრაინაზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმების გააქტიურების ფონზე იმართება. 

იტალიელი ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებას 100 ოფიციალური დელეგაცია და 40 საერთაშორისო ორგანიზაცია და განვითარების ბანკი ესწრება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში