გარემოს დაცვის მიმართულებით თბილისში განხორციელებული პროექტების შეჯამება

10 ივლისი 2025, 11:55 112 ნახვა

გარემოს დაცვის პოლიტიკაზე თბილისის მერმა ანგარიში წარადგინა. კახი კალაძემ დეტალურად ისაუბრა დედაქალაქში  გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.  ყურადღება  გაამახვილა დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე.

მერის  ანგარიშის მიხედვით, 2018 წლიდან - დღემდე, დედაქალაქში, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც მწვანე სივრცეების დიდი დეფიციტი იყო, მოეწყო და რეაბილიტირდა 2,588 პარკი და სკვერი, განახლდა და მოეწყო 375 ჰექტარი რეკრეაციული სიცრცე, 142 ჰექტარზე კი აღდგა და განახლდა ტყე. 

თბილისის მერის განცხადებით, გრძელდება მოსახლეობისა და დედაქალაქის ინტერესებზე მორგებული მასშტაბური სამუშაოები, რომლებიც  ქალაქს უფრო მწვანეს და ეკოლოგიურად სუფთას გახდის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში