ხმაური იყო ახვლედიანის ქუჩის 3 ნომერში. აქ მცხოვრები ოჯახი კერძო კომპანიის მიერ მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოების დაწყებას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, კედელი რომლის დემონტაჟსაც კომპანი გეგმავს, მათი საკუთრებაა.
კომპანია "ელიტ ჰაუზის" დირექტორის განმარტებით, ისევე როგორც მშენებლობის, ასევე 7 კვადრატული მეტრის ფართობის კედლის დემონტაჟის ნებართვაც აქვთ. მათივე ინფორმაციით, თუ სამუშაოების მიმდინარეობისას საცხოვრებელი სახლი დაზიანდება, ოჯახს ზარალს აუნაზღაურებენ.