„ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი, – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
დეკანოიძის შეფასებით, ეს არის უპატიებელი შეცდომა.
„საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას; საქნციების პროცესი შეიძლება შეჩერდეს და კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდეს ივანიშვილის და მისი კარტელის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებზე; სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ძალიან, ძალიან დიდი, უპატიებელი შეცდომაა“, – წერს დეკანოიძე.