იალაღებზე მგზავრთა გადაყვანის უფასო პროგრამა 

04 ივლისი 2025, 14:05 157 ნახვა

შუახევში საზაფხულო იალაღებზე მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. პროგრამა ითვალისწინებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების ავტოტრანსპორტით უფასოდ გადაყვანას.პროექტი 10 წელია ხორციელდება.

სერვისზე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 36 000 ლარამდე დაიხარჯება.

მერიის ინფორმაციით, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებას და შიდა ტურიზმის განვითარებას.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი