მამუკა ხაზარაძის წერილი და გამოხმაურებები

03 ივლისი 2025, 13:51 91 ნახვა

მამუკა ხაზარაძე ციხიდან წერილს ავრცელებს - როგორც ხაზარაძე წერს, იგი შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეშიც კი გრძნობს, რომ ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ „ლელო“ გაიხადეს და კამპანიის წარმოებასაც კი აანონსებენ მის წინააღმდეგ. ის მიმართავს ყველას, გააერთიანონ ძალები თბილისსა და 2024 წელს მოგებულ ქალაქებში ბრძოლის გასამართად.

„წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით, რომლის სარეალიზაციო გეგმის შედეგი სრულიად ბუნდოვანია“ - წერს ხაზარაძე.

„ლელოს“ ლიდერის ამ განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში