აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ედნარ ნატარიძე, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე იქნება

30 ივნისი 2025, 18:00 209 ნახვა

საკადრო ცვლილება აჭარის მთავრობაში. რეგიონის ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტრო ედნარ ნატარიძემ ჩაიბარა, რომელმაც სამინისტროში ბათუმის მერიიდან გადაინაცვლა.

ნატარიძე ბოლო 7 წელი მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მან მინისტრის თანამდებობაზე ჯაბა ფუტკარაძე შეცვალა, რომელიც 7 წლის განმავლობაში მინისტრის პოზიციას იკავებდა.

მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით მოდის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციაზე დენის სალუქვაძე. მან საკანონმდებლო ორგანოდან გადაინაცვლა აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

დენის სალუქვაძე ბოლო წლებში პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატს ხელმძღვანელობდა.

ახალი მინისტრები დღეს რეგიონის პირველმა პირმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა, მათ წარმატებები უსურვა, უკვე ყოფილ მინისტრებს კი გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად სად გააგრძელებენ ყოფილი მაღალჩინოსნები საქმიანობას, თუმცა როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა ისინი რჩებიან გუნდის წევრებად.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი