ცვლილება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში

25 ივნისი 2025, 11:53 77 ნახვა

კვირის ბოლომდე დეპუტატები "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანასაც გეგმავენ. ინიციატივაზე   დეპუტატები ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მსჯელობენ, მოგვიანებით კი სესიაზე პირველი მოსმენით  განიხილავენ.

სიახლის მიხედვით, სასამართლოს შენობაში, სხდომათა დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. საკანონმდებლო პროექტში აღნიშნულია, რომ სასამართლოს შეუძლია, გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.

ამავე კანონის პროექტის თანახმად, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.

აღნიშნული კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რეგულაციების გამკაცრებას მოსამართლისადმი უპატივცემულობის შემთხვევაშიც.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში