პარლამენტის მიმდებარედ, საპროტესტო აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით მას გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზვიად რატიანმა ერთ-ერთ პოლიციელს ხელი დაარტყა.
შეგახსენებთ ზვიად რატიანი საპროტესტო აქციაზე პირველად 29 ნოემბერს დააკავეს, რა დროსაც დაზიანებები მიიღო. მაშინ მან საპატიმროში 8 დღე დაჰყო.