შესაძლებელია ბათუმის მერიის გადაწყვეტილებაში დისკრიმინაციის ნიშნების დანახვა

11 მაისი 2017, 00:00 3279 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის  ცენტრი ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე მერიის უარზე განცხადებას ავრცელებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ბათუმის მერიის გადაწყვეტილებაში, რელიგიური უმცირესობის მიმართ, დისკრიმინაციის ნიშნების დანახვა.

საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია: "იმ პირობებში, როდესაც ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი მეჩეთი მდებარეობს, რომელში არსებული სივრცეც მუსლიმი მრევლის რაოდენობის გათვალისწინებით არასაკმარისია ლოცვისა და სხვა რელიგიური რიტუალების განსახორციელებლად, რის გამოც ასობით მუსლიმებს წლების განმავლობაში რეგულარულად ღია ცის ქვეშ უწევს ლოცვა, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა არსებითად უკავშირდება მუსლიმი თემის მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობას. ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხს რამდენიმე ათეულობით ათასი მუსლიმი ითხოვს და ის მათი რელიგიური თავისუფლების განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა. რელიგიის თავისუფლებით დაცულ ინტერესს, კი ქ. ბათუმის მერია მხოლოდ ქალაქთმშენებლობით ინტერესებს უპირისპირებს, რომელიც არ არის გამყარებული კონკრეტული დასაბუთებით. ამდენად, სრულად დაუსაბუთებელია, თუ კონკრეტულად როგორ ასაბუთებს მერია ამ სივრცეში ქალაქგანვითარების ინტერესთან მეჩეთის მშენებლობის ინტერესის შეუსაბამობის საკითხს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბათუმის განაშენიანების წესების თანახმად საცხოვრებელი ზონა 6 არ წარმოადგენს ექსკლუზიურად საცხოვრებელი სახლებისთვის განკუთვნილ სივრცეს და აღნიშნულ ზონაში დასაშვებია სხვა სახის საზოგადოებრივი დანიშნულების  ნაგებობის, მათ შორის, ‘საეკლესიო ობიექტების’ (რომელიც აქ ფართეთ რელიგიურ-საკულტო ნაგებობების მნიშვნელობით უნდა განიმარტოს)  მშენებლობა როგორც სპეციალური ზონალური შეთანხმებით, ასევე მის გარეშე. მეტიც, ქალაქგანვითარების ინტერესის დასაბუთების შემთხვევაში, მერიას ასევე აუცილებლად უნდა დაესაბუთებინა, თუ რატომ არის ქალაქგანვითარების ინტერესი უფრო აღმატებული საჯარო ინტერესი, ვიდრე ასეულობით მუსლიმი პირის რელიგიის თავისუფლების განხორციელება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, [7] რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა'' - ნათქვამია განცხადებაში. 

"ამასთან ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ იმ პირობებში, როდესაც ქალაქ ბათუმში არა ერთი საეკლესიო ნაგებობაა აშენებული, მათ შორის, საცხორებელი კორპუსების სიახლოვეს, განსახილველი გადაწყვეტილების შეფასების დროს მნიშვნელოვანია შემოწმდეს შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის საკითხი, მით უფრო, თუ მხედველობაში მივიღებთ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესის ირგვლივ შექმნილ ზოგად დისკრიმინაციულ პოლიტიკურ კონტექსტს" - ფირქრობენ ორგანიზაციაში.

 

EMC-ის  სრული შეფასება ორგანიზაციამ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი