თვითმმართველობის არჩევნები

22 ივნისი 2025, 12:01 96 ნახვა

ხელისუფლების ოპონენტები არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე პოზიციებს ვერ აახლოებენ.

„ლელო“ პოლიტიკურ მაგიდასთან ოპოზიციის შეკრებას ცდილობს, თუმცა ვერ ახერხებს და სანაცვლოდ კრიტიკას იღებს.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და ვერც დისკუსიის აზრს ხედავენ. ყოფილი თანაგუნდელების პოზიციას იზიარებს კოალიცია "ცვლილებებისთვის".

კოლეგების ბულინგი არ აშინებთ გახარიას გუნდში, სადაც 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის დიდი ხანია ემზადებიან.

უმრავლესობის წევრები კი ამბობენ, რომ ოპოზიციის პოლიტიკური თამაში წარუმატებელი იქნება და  "ქართული ოცნება" სამოცდაოთხივე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში