მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავება

22 ივნისი 2025, 11:57 145 ნახვა

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებული ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

ცნობილია, რომ რომეო მიქაუტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და როგორც ადვოკატი ამბობს, ბრალდებულმა ქონება მაღალჩინოსნობამდე წარმატებული მეწარმეობით დააგროვა.

საუბარია მილიონობით ლარზე, რომლსაც გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული სხვადასხვა გზებით და ხერხებით მალავდა.

სუს-ის ინფორმაციით, უკანონო დახმარების სანაცვლოდ, ყოფილი მაღალჩინოსანი ენერგოკომპანიების წილებს იღებდა, მატერიალური სარგებლისთვის კი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაში სხვადასხვა პირებს ასაქმებდა.

რომეო მიქაუტაძე მაღალ თანამდებობებს 2017 წლიდან 2024 წლამდე იკავებდა, 2022 წლიდან კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით წარუდგინეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას  9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში