ნეთანიაჰუს მთავრობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის რეგიონული მშვიდობის უდიდეს დაბრკოლებას წარმოადგენს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

21 ივნისი 2025, 16:39 222 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ნეთანიაჰუს მთავრობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რეგიონული მშვიდობის უდიდეს დაბრკოლებას წარმოადგენს.

ერდოღანმა ირანზე ისრაელის თავდასხმა დაგმო და მას ტერორისტული ქმედება უწოდა.

„ისრაელის მიერ ღაზაზე, ლიბანზე, იემენზე, სირიასა და ბოლო დროს ირანზე განხორციელებული თავდასხმები თავისი განმარტებით ბანდიტიზმია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თავდასხმები მოხდა იმ დროს, როდესაც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ინტენსიური ხდება. ეს დიდი თვალთმაქცობაა ისრაელის მხრიდან, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ შემოწმებას თავისი ბირთვული საქმიანობის შესახებ და არავინ აინტერესებს გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ხმამაღლა საუბრობს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების მხარეები არიან. მოვლენები ასევე აჩვენებს, რომ ნეთანიაჰუს და მის მკვლელთა ქსელს არ სურს, რომ არცერთი საკითხი დიპლომატიური გზებით გადაწყდეს. დღეს ნეთანიაჰუს სიონისტურ ამბიციებს სხვა მიზანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ჩვენი რეგიონი და მთელი მსოფლიო დიდ კატასტროფაში ჩაითრიონ”, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში