პარლამენტის კომიტეტების გასვლითი სხდომები ბათუმში

20 ივნისი 2025, 15:08 93 ნახვა

საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში  კომიტეტების გაერთიანებული გასვლითი სხდომა ბათუმის საკრებულოშიც გაიმართა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ერთობლივი საკომიტეტო მოსმენა გამართეს.  

ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. მომხსენებლის განცხადებით, 2024 წელს მთავრობა მუშაობდა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით ყოველისმომცველი რეფორმების განსახორციელებლად და ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად.  

სხდომაზე აღინიშნა, რომ ვითარდება დაცული ტერიტორიების სისტემები და იზრდება ეკოტურიზმის პოტენციალი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში