თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 45,380 ფერმერმა 15.8 მლნ ლარის დახმარება უკვე მიიღო

19 ივნისი 2025, 11:16 106 ნახვა

მიმდინარე სეზონზე, 45,380 მეთხილე ფერმერს 31,673 ჰექტარზე თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებების გასატარებლად 15.8 მლნ ლარის ღირებულების აგროქულები დაერიცხა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში უკვე განაღდებულია 6.2 მლნ ლარზე მეტი.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების დარიცხვის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისი ქულები ეტაპობრივად დაერიცხება ყველა იმ პირს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამის პირობებს და ბაღები რეგისტრირებული აქვს თხილის კადასტრში.

სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს და დაინტერესებულ მხარეებს შეახსენებს, რომ აგრობარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე: https://myliberty.ge/?id=agro.

სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში