დღეს გვაქვს იმაზე მეტი რეიტინგი, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების წინ, ოპოზიცია აბსოლუტურად განწირულია - ირაკლი კობახიძე

18 ივნისი 2025, 12:09 109 ნახვა

დღეს გვაქვს იმაზე მეტი რეიტინგი, ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. საპარლამენტო არჩევნებში თუ ავიღეთ 54%, ჩვენ შეგვიძლია, ავიღოთ ამაზე მეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ მოიგებს 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.

„რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მეტი რეიტინგი, ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. საპარლამენტო არჩევნებში თუ ავიღეთ 54%, ჩვენ შეგვიძლია, ავიღოთ ამაზე მეტი. ასეთ ვითარებაში ოპოზიცია არის აბსოლუტურად განწირული. ჩვენ მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. ასეთ ვითარებაში აღარ იციან, რა ქნან. თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, მიიღონ საკრებულოებში. თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირული არიან მარცხისთვის. ამასთან არის დაკავშირებული ის შიდა ბრძოლები, რომლებსაც ვხედავთ ოპოზიციაში. რაც კარგია და მთავარია, ოპოზიცია არის აბსოლუტურად დაშლილი და მოშლილი“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, მთავრობა კონცენტრირებულია იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, დედაქალაქი, ამ დროს ოპოზიცია მომართულია საბოტაჟისკენ, ეს არის მიზეზი, რატომ არ ენდობა მათ ხალხი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში