ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა - არიან დაშავებულები

17 ივნისი 2025, 12:41 12500 ნახვა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარის გამო, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი შემოვლითი გზა დროებით გადაკეტილია და ავტომობილებს მოძრაობა ძველი გზით უწევთ. 

ადგილზე შსს და საგანგებო სიტუაციების მართვის ეკიპაჟები არიან მობილიზებული. შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში