მამუკა ხაზარაძის შეთავაზება

17 ივნისი 2025, 11:04 130 ნახვა

ახალი ინიციატივა - მამუკა ხაზარაძე ქვეყნის გათავისუფლებისა და დეოკუპაციის გეგმაზე საუბრობს. "ლელოს" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი პლატფორმა, რომელშიც გაერთიანდება ყველა საპროტესტო ხმა.

მამუკა ხაზარაძე თვლის, რომ ამ შტაბმა უნდა უზრუნველყოს არჩევნებისათვის დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა. დარწმუნებულია, რომ ქალაქი იპოვის 50 პროფესიონალ, პატიოსან მოქალაქეს, რომელიც არასდროს შეეგუება ოკუპაციას და ღირსეულად იბრძოლებს ყველა გამოწვევისთვისაც

"ეს არ არის ბრძოლა საკრებულოს მანდატებისთვის - ეს ბრძოლაა საქართველოს დეოკუპაციისთვის! ეს უნდა იყოს სახალხო ბრძოლა თბილისისთვის!" - წერს მამუკა ხაზარაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში