საქართველოში უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა იწყება. პროგრამა ითვალისწინებს შესაბამის ბაზებში შეყვანას და იმ პროცედურების დაცვას, აღსრულებას, რამაც უპატრონო ძაღლების გამრავლების პრევენცია უნდა უზრუნველყოს.
გარდა ამისა, იგეგმება მარეგულირებელი კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც გაადვილდება ძაღლის მეპატრონის მიკვლევადობა.
დეპუტატ მაია ბითაძის თქმით, მკაცრი სანქცია იქნება ყველა იმ მეპატრონისთვის, რომელიც უკონტროლოდ ამრავლებს ცხოველებს, შემდეგ იშორებს და ქუჩაში ყრის, ამისთვის საკმაოდ დიდი ჯარიმაა დადგენილი.
შინაურ ბინადარ ცხოველთა კანონპროექტის პარლამენტში განხილვა ამ კვირაშივე იწყება.