თეა წულუკიანის მიმართვა ელჩებს

09 ივნისი 2025, 15:08 103 ნახვა

გერმანიის ელჩსა და საქართველოში აკრედიტირებულ სხვა დიპლომატებს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა მიმართა და კომისიის სხდომებზე დასწრება  შესთავაზა.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ თუ  ელჩს აქვს დრო იმისთვის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების სასამართლო პროცესებს მუდმივად ესწრება, შეუძლია დაესწროს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებსაც, სადაც  მოისმენს სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს როგორ ილახებოდა ადამიანების უფლებები და როგორ აწამებდნენ  მათ სასტიკად.

წულუკიანის თქმით ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ შეძლებს ელჩი ინფორმირებული შეფასებების გაკეთებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში