ბათუმის "დინამო" VS გორის "დილა"

10 მაისი 2017, 00:00 4044 ნახვა

ორ გუნდს შორის დაპირისპირება დღეს ბათუმში, რაგბის სტადიონზე გაიმართება. ბათუმის "დინამო", ამ სტადიონზე უკვე მეორე მატჩს ჩაატარებს. 

საქართველოს ლიგის 36 ტურიდან, ჯერ მე-11 ტურის თამაშები მიმდინარეობს და მიუხედავად არასტაბილური პოზიციებისა,  ბათუმის დინამოს აქვს შანსი ევრო ტურნირებზე მოსახვედრად იბრძოლოს. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის გუნდმა მოახერხოს წელსაც ლიგის  სამეულში გასვლა ან მოგება, რომ ისევ ითამაშოს ევრო ტურნირებზე. ეს ბათუმის კლუბისთვის პრესტიჟიც და დამატებით ფინანასური რესურსიცაა.  

გორის "დილასთან"  ბათუმის დინამომ გასვლითი თამაში 1-0 მოიგო. მეორე წრის მეორე შეხვედრა კი დღეს 17:00 საათზე გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში