ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი 70-ზე მეტი პირი დაიღუპა

07 ივნისი 2025, 16:39 145 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელის, ოლეგ ბარციცის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი 70-ზე მეტი პირი დაიღუპა. ამის შესახებ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"რუსეთი ბრძოლას აწარმოებს, აფხაზეთი საქმით და არა სიტყვით დგას მის გვერდით და აფხაზეთიდან მოხალისეები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იბრძვიან", - განაცხადა მან.

ოლეგ ბარციცმა აღნიშნა, რომ საომარ ზონაში ასევე, მუშაობენ მოხალისეები, აფხაზეთიდან ჩასული ჟურნალისტები და ექიმები, რომლებიც დაჭრილებს ეხმარებიან.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ამბობს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ჰუმანიტარული მისიით თავადაც იმყოფებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში