გარდაცვლილი მაღაროელების სოლიდარობის აქციაზე სამი პირი დააკავეს

10 მაისი 2017, 00:00 2330 ნახვა

ტყიბულში გარდაცვლილი მაღაროელების მხარდასაჭერ აქციაზე, თბილისში პარლამენტთან სამი ადამიანი დააკავეს. აქციას მოძრაობა აუდიტორია #115 წევრები და  პროფკავშირები მართავდნენ. აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილისკენ წავიდნენ, რასაც პოლიციელებთან სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

თბილისში, პარლამენტთან აქციაზე მინდელის შახტაში მომხდარ ტრაგედიას აპროტესტებენ და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას ითხოვდნენ. 

აქციის ორგანიზატორები მინდელის შახტაში მომხდარის გამო პასუხისმგებლობას კომპანიას აკისრებენ, თუმცა მათი თქმით, პრევენციული ზომები და საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები სახელმწიფომ უნდა განახორციელოს. 

აუდიტორია #115 და პროფკავშირები  ეფექტური შრომითი ინსპექციის შექმნის მოთხოვნით, პერმანენტულ აქციებს გამართვას აანონსებს. 

შსს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ამ დროისთვის სამი პიროვნება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი