ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები ცენტრალურ პარკში მიმდინარეობს

01 ივნისი 2025, 15:54 320 ნახვა

ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები ცენტრალურ პარკში მიმდინარეობს.

იმართება საბავშვო კონცერტი ბათუმში მოქმედი სტუდიებისა და ანსამბლების მონაწილეობით.

მთელი დღის განმავლობაში პატარების სადღესასწაულო განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ.

ტარდება შემეცნებით-გასართობი აქტივობები, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და სახეზე მოხატვა.

აქტივობები 20:00 საათამდე გაგრძელდება.

ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღესთან დაკავშირებით ბიუჯეტიდან 51 ათას 530 ათასი ლარი იხარჯება.

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი