ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა ხელვაჩაურში. მერიის შენობის წინ მოწყობილი სცენა პატარებს დაეთმო. ისინი რამდენიმე საათიანი პროგრამით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.
ღონისძიებაში საბავშვო სტუდიების, საბავშვო ბაღებისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
მოეწყო ბავშვების ნახატების გამოფენაც.