პოლიციელებს მადლობას ვუხდი თავდადებისთვის, მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, თქვენს შვილებს - გელა გელაძე

31 მაისი 2025, 12:23 166 ნახვა

პოლიციელებს მადლობას ვუხდი თავდადებისთვის, მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, თქვენს შვილებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გელაძის თქმით, სახელმწიფო და საზოგადოება აფასებს პოლიციელთა შრომასა და ძალისხმევას.

„მადლობას გიხდით თქვენი თავდადებისთვის! მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს და განსაკუთრებით, თქვენს შვილებს, ვისთვისაც ყველაზე ძვირფასია თქვენთან ერთად გატარებული დრო, რომელსაც ხშირად თმობენ, რომ თქვენ ქვეყნის სამსახურში ყოფნა შეძლოთ. ძვირფასო პოლიციელებო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფო და საზოგადოება აფასებს თქვენს შრომას და ძალისხმევას. ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ ყოველდღიური გამოწვევების და ფიზიკური თუ მორალური წნეხის მიუხედავად, ურყევად დგახართ უსაფრთხოების სადარაჯოზე და ფარად უდგახართ ჩვენი სამშობლოს მომავალს“, – განაცხადა გელაძემ.

გელა გელაძემ პოლიციის მუდმივი მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, მმართველ გუნდს.

როგორც გელაძემ აღნიშნა, მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ხელმძღვანელობა.

„ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მით უფრო, ისეთი ღირსეული პროფესიონალის შემდეგ, როგორიც ბატონი ვახტანგ გომელაური გახლავთ“ – განაცხადა გელა გელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი