„კარგი მასპინძელი“ აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტი დაიწყო.
პროექტის ფარგლებში ტრადიციული სამზარეულოს განახლებული ვარიაციით მომზადების მასტერკლასები სოფელ მერისში საოჯახო სასტუმრო "მოყვარეში" ტარდება.
პროექტი კულინარიული ნაწილის გარდა მოიცავს ობიექტების პოპულარიზაციას, რაც გულისხმობს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმასა და ტრენინგებსაც.
„კარგი მასპინძლის“ სტატუსის მისაღებად საჭიროა მასპინძელი ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო-სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.