გაუსაძლის სუნს წყლის გამწმენდ ნაგებობას უკავშირებენ

08 მაისი 2017, 00:00 3430 ნახვა

გოგირდ-წყალბადი ჰაერში, რომელიც ნორმას 37-ჯერ აღემატება – ასეთია ჰაერი ადლიაში. ეს გასული წლის მონაცემია. ახალი სინჯები დღეს აიღეს. ნაგავსაყრელის გარდა, აქ წყლის გამწმენდი ნაგებობაა განთავსებული, რომელიც სპეციალისტების თქმით დამატებით ფილტრაციას საჭიროებს. აქ გოგირდის სუნი საკმაოდ მძაფრად იგრძნობა.

მოსახლეობა პრობლემის დროულ მოგვარებას ითხოვს. ნაგებობა 2012 წლიდან ფუნქციონირებს, იწმინდება სანიაღვრე არხებიდან ზღვაში ჩამავალი წყლები. როგორც სპეციალისტები ამბობენ, პროექტის ავტორებმა ვერ გათვალეს დამატებითი ფილტრის საჭიროება. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ დონორებთან ამ საკითხზე უკვე მუშაობენ და კვლევის შემდეგ დაზუსდება რა თანხაა საჭირო, ამ პრობლემის მოსაგვარებლდა

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში