ეროვნული სამოსით გამოწყობილ ადგილობრივებს ნახავდით დღეს ქობულეთში, სადაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღის აღსანიშნავად რამდენიმე დღე განსაკუთრებით ემზადებოდნენ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად ქობულეთში სამი ქვეყნის დელეგაცია, სპეციალურად ჩამოვიდა.
ხაზგასასმელია, რომ გარდა კულტურული ღონისძიებებით დატვირთული პროგრამისა, ეს დღე გამორჩეულია იმითაც, რომ სწორედ დღეს მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ქობულეთსა და ისრაელის ერთ-ერთ ქალაქს შორის.
დააჯილდოეს საპატიო ქობულეთელები.
26 მაისის ღონისძიებების ერთ-ერთი ლოკაციაც, ბუნებრივია, ისტორიული ადგილი შეირჩა - პეტრას ციხე.