„რონდო-კლასიკა“ ამ სახელწოდების ფესტივალი გაიმართა ბათუმში. ფესტივალი საკონკურსოა და ის ყოველწლიურად საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანების ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება.
პროფესიონალი მუსიკოსებით დაკომპლექტებულმა ჯგუფში ბათუმში ასამდე ნორჩ მუსიკოს მოუსმინეს. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსებში. ეს კონკურსებია ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის საერთაშორისო კონკურსი 6 ნომინაციაში.
მარინა იაშვილის სიმებიან საკრავთა კონკურსი და ევროპის კონკურსების ორგანიზებით გამართული ფესტივალები ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ფესტივალს ტრადიციულად ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლამ უმასპინძლა