ბათუმის ხელბურთის კლუბმა საქართველოს თასი მოიპოვა

18 მაისი 2025, 10:38 149 ნახვა

ბათუმის ხელბურთის კლუბი საქართველოს თასის მფლობელია. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

კლუბი აღნიშნული პრიზის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა.

"ამ გამარჯვებით „შავი ზღვის ბიჭებმა“ ევროთასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

 

კლუბი ზედიზედ მესამედ, საერთო ჯამში კი, მეექვსედ გახდა საქართველოს თასის გამარჯვებული", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი