17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.ამ დღესთან დაკავშირებით დღეს ქაშუეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე მსვლელობა გაიმართა.მსვლელობის მონაწილეებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) მიმართა.
მსვლელობაში, მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.