ტრამპი ჩინელ კოლეგასთან პირდაპირ მოლაპარაკებებს არ გამორიცხავს

14 მაისი 2025, 10:08 85 ნახვა

დონალდ ტრამპმა შესაძლოა პირდაპირ მოლაპარაკება გამართოს  ჩინეთის პრეზიდენტთან ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმების საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს აუცილებელი იქნება, - განუცხადა ტრამპმა ფოქს-ნიუსის ჟურნალისტ შონ ჰენიტის  ნომერ პირველ ბორტზე ფრენის დროს.

კატარის მიერ ბოინგ-747-8 თვითმფრინავის შეთავაზების შესახებ კითხვაზე, ტრამპმა გაიმეორა, რომ „სისულელე“ იქნებოდა საჩუქრის არ მიღება, რომელსაც გამოიყენებს აშშ-ის ნომერ პირველ ბორტად.

მანამდე კონგრესის რამდენიმე რესპუბლიკელმა წევრმა შეშფოთება გამოთქვა ტრამპის სურვილის გამო, კატარისგან საჩუქრად მიეღო 400 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი