მოსკოვი ვერ ხედავს, რომ ევროპას სურს, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა - პესკოვი

10 მაისი 2025, 19:41 61 ნახვა

მოსკოვი ვერ ხედავს, რომ ევროპას სურს, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვი კიევში მყოფი ევროპელი ლიდერების მიერ, უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას გამოეხმაურა.

„ევროპიდან ბევრ წინააღმდეგობრივ განცხადებას ვისმენთ. ისინი, ზოგადად, უფრო კონფრონტაციული ხასიათისაა, ვიდრე ჩვენი ურთიერთობების აღდგენის მცდელობისკენ მიმართული“, – განაცხადა მან.

ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა დღეს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების შესახებ ერთიანი პოზიცია დააფიქსირეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში