პაკისტანი და ინდოეთი ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - ტრამპი

10 მაისი 2025, 17:50 133 ნახვა

ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„აშშ-ის შუამავლობით ღამის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას პაკისტანის ვიცე-პრემიერი ადასტურებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში