საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

08 მაისი 2025, 14:19 135 ნახვა

ტარიელ ფუტკარაძის დაბადებიდან 65 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა დედაქალაქში.  კონფერენციის მონაწილეები ქართველოლოგიის აქტუალურ პრობლემებს განიხილავენ.

ორგანიზატორების განცხადებით, კონფერენციის სამუშაო პროგრამაში, დედაქალაქის გარდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის უნივერსიტეტია ჩართული.

შეხვედრა ტარიელ ფუტკარაძის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით  ტარდება. 

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლიტერატურული კომპოზიცია მახათას პანთეონში, სადაც ტარიელ ფუტკარაძეა დაკრძალული.

კონფერენციაში მოხსენებით წარდგება 4 მონაწილე თურქეთის დუზჯეს უნივერსიტეტიდან, სადაც ტარიელ ფუტკარაძის აქტიურობით დაფუძნდა ქართული ენის კათედრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში