კლინიკაში პატიმარი 23 იანვარს, უგონო მდგომარეობაში შემოიყვანეს, ჩაუტარდა სხვადასხვა  სამკურნალო ღონისძიებები, მიუხედავად ამისა, დადგა ლეტალური შედეგი - ზურაბ ჩხაიძე

05 მაისი 2025, 11:45 145 ნახვა

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ჩხაიძის თქმით, პატიმარი კლინიკაში 23 იანვარს შეიყვანეს. მისივე თქმით, პაციენტს ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ჩვენთან პატიმარი 23 იანვარს, უგონო მდგომარეობაში შემოიყვანეს, მრავლობითი დაზიანებებით. მას ჩაუტარდა სხვადასხვა ტიპის სამკურნალო ღონისძიებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ დადგა ლეტალური შედეგი გუშინ, 20:00 საათზე. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს უკვე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტის პრეროგატივა არის“,- აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში