ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტაზე

04 მაისი 2025, 11:56 129 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ რუსეთი მზად არის სარკისებრი ნაბიჯებისთვის. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სარკისებრი ნაბიჯები გულისხმობს ხანგრძლივ სიჩუმეს სულ მცირე 30 დღით, რაც სამართლიანი ვადაა, როდესაც შეიძლება შემდგომი ნაბიჯების მომზადება.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა შეაჩეროს ომი და შეწყვიტოს შტურმები და დაბომბვები. ხაზი გაუსვა, რომ ამ დროისთვის რუსული დარტყმების ინტენსივობა სხვა არაფერზე მეტყველებს, გარდა რუსეთის სურვილისა შემდგომშიც გააგრძელოს ომი. დაამატა, რომ მტერმა მხოლოდ ამ კვირაში უკრაინის მიმართულებით 950-ზე მეტი რუსული ავიაბომბი გაუშვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში