კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებული

03 მაისი 2025, 19:38 265 ნახვა

კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებული 41 წლის ჯავედ ხუდამოვი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატი აცხადებს. უფლებადამცველის ცნობით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, აღკვეთის ღონისძიების თაობაზე, უკვე გაასაჩივრა სააპელაციო წესით. შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ტერორისტული დაჯგუფების წევრს, წითელი ცირკულარით ძებნილი პირს, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ რუსთავში დააკავეს, პატიმრობა შეუფარდა. ამ ეტაპზე დაკავებულს ბრალად საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა ედება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია და განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი. ის ასევე არის საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონე.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში