წართმეული ტროტუარები და უგულებელყოფილი ქვეითები

06 მაისი 2017, 00:00 4764 ნახვა

საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც მზარდია მანქანების რაოდენობა. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველ მესამე ადამიანს მანქანა ყავს. ძირითადად, მანქანების რაოდენობა კი, დიდ ქალაქებზე მოდის, მათ შორის არის ბათუმიც.

ბათუმელებისთვის, მანქანების მზარდი რაოდენობა საგრძნობია, განსაკუთრებით ეს პრობლემა ქვეითებს აწუხებთ, რომლებსაც ტროტუარებზე არასწორად პარკირებული მანქანები ყოველ ნაბიჯზე ხვდებათ და მისი სავალი გზა სრულად აქვს ათვისებული. ამასთან ბათუმში ავტომობილების გარდა, ქვეითების სავალი გზა რესტორნებს, მშენებლებსა და გარემოვაჭრეებს - თითქმის ყველა სეგმენტს აქვს დაკავებული.

პრაქტიკულად გაუქმებულია აქვთ ტროტუარები სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც საცხოვრებელ კორპუსებს აშენებენ. აქ ტროტუარი, საცხოვრებელი ბინის ნაწილია. მაგალითად, ასეთი სურათია ე.წ. ხოფის წრიულთან.

მშენებარე კომპანიების ნაწილს კი, ტროტუარები მშენებლობების დასრულებამდე აქვთ შემოღობილი. ფეხით მოსიარულეებს გადაადგილება, ასეთ დროს მანქანების სავალ გზაზე უწევს. როგორც წესი, მშენებლობები მინიმუმ რამდენიმე წელი გრძელდება.

აღმაშენებლის ქუჩაზე ტროტუარის ნაწილი მითვისებული აქვს სამშენებლო ობიექტს ნაწილი კი იმ ავტომანქანებს, რომლის მეპატრონეებიც შეშას ყიდიან. გარემოვაჭრეები ქალაქის ბევრ ნაწილში აიძულებენ ქვეითად მოსიარულეებს გადავიდნენ მანქანის სავალ ნაწილზე.

ტროტუარების დიდი ნაწილი მითვისებული აქვს რესტორნებსა და კაფე-ბარებს. მათ ქვეითთა სავალ ნაწილზე მუშაობის ნებართვას ბათუმის მერია აძლევს.

ბარათაშვილის ქუჩაზე კი, ყოფილი ფოსტის შენობაში განთავსებული 5 ვარსკვლავიან სასტუმრომ გააუქმა ტროტუარი. „WYNDHAM BATUMI” -სა და კაზინო “PRINCESSA"-ს მიმდებარედ ტროტუარის ნაწილი პანდუსს უჭირავს ნაწილი კი შენობაში შესასვლელ საფეხურებს.

ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ ისინი მშენებარე კომპანიებს, კაფეებსა და სხვა ობიექტებს არ აჯრიმებენ, რადგან ხშირად ტროტუარების ათვისების ნებართვები მერიის არქიტექტურის სამსახურს აქვს გაცემული. მათ შორის უსაფრთხოებისთვის სამშენებლო ღობეებზე. 

მერიაში ჯერ -ჯერობით არ გაგვცეს პასუხი იმაზე, თუ რამდენად არის ქვეითის უსაფრთხოება დაცული, როცა მას მაგისტრალზე ან მანქანების სავალ გზაზე უწევს გადაადგილება, მათ შორის საბავშვო ეტლით და რატო გასცემს ნებართვებს არქიტექტურის სამსახური ტროტუარების ნაწილობრივ, ან სრულად მითვისებაზე. 

ფოტორეპორტაჟის ავტორი: როინ გუნდაძე

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი