თელ-ავივის სანაპიროზე ყვითელი ლენტით მძევლების დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვეს

01 მაისი 2025, 13:05 113 ნახვა

თელ-ავივში აქტივისტებმა სანაპიროზე ყვითელი ლენტის უზარმაზარი ექსპოზიცია მოაწყვეს, რითაც აღნიშნეს ისრაელის დამოუკიდებლობის დღე და ღაზაში ჰამასის ტყვეობაში  დარჩენილი მძევლების გათავისუფლება მოითხოვეს. ყვითელი ლენტი ისრაელში მძევლებისა და მათი ოჯახების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის სიმბოლოდ იქცა.

ისრაელში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის 77-ე წლისთავი ღაზაში ისრაელის არმიის სამხედრო ოპერაციის ფონზე აღინიშნება.

ისრაელმა ღაზაში შეტევა იანვრის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 18 მარტს განაახლა და განაცხადა, რომ ჰამასზე ზეწოლას გააგრძელებს მანამ, სანამ სექტორში დარჩენილ მძევლებს არ გაათავისუფლებს.

ვარაუდობენ, რომ  24 მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში