სადგურის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ზარალის სრული შეფასება და ხანძრის გამომწვევი მიზეზები დადგინდება საგამოძიებო ღონისძიებების დასრულების და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ.
ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხანძრის გამო სრულად დაიწვა დაახლოებით 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. ეს ტერიტორია 49-წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს „თბილისი ცენტრალს“ საქართველოს რკინიგზისგან, თუმცა როგორც მათ მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, ქვეკონტრაქტის საფუძველზე სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვას შპს ბაქანი უზრუნველყოფდა.
დამწვარია სასაწყობე ფართები, მეორეული ტანსაცმელი და სხვადასხვა პროდუქტი. ხანძრის სიმძლავრის გამო საჭირო გახდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია.
კლინიკა „ჰელსიკორის“ გენერალური დირექტორის, განცხადებით, პრობლემა შეექმნა, ჟანგბადის ქარხანას რის გამოც 93 პაციენტი გადაიყვანეს სამ სხვადასხვა კლინიკაში .
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით კი სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ.