გიორგი გულიაშვილი არასოდეს ყოფილა არც ხელდასხმული და არც აღკვეცილი, არ წარმოადგენს არცერთი მონასტრის საძმოს წევრს, შესაბამისად, არც სასულიერო პირია - საპატრიარქო

26 აპრილი 2025, 17:46 131 ნახვა

ვრცელდება ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის, ვინმე გიორგი გულიაშვილის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს ხან „ნეკრესის არქიმანდრიტს“, ხანაც „მიტროპოლიტს“ უწოდებს, აგრეთვე იგი სისტემატურად აღასრულებს სხვადასხვა საეკლესიო მსახურებას, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საპატრიარქო განმარტავს, აღნიშნული პიროვნება არასოდეს ყოფილა არც ხელდასხმული და არც აღკვეცილი, არ წარმოადგენს არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და შესაბამისად, არც სასულიერო პირია.

„მისი ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური. ამგვარად, მის მიერ ჩატარებული „მსახურება“, საეკლესიო თვალსაზრისით, კანონიკური არ არის და ის ხელახლა უნდა შესრულდეს. აღნიშნული პიროვნება აბრკოლებს და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი”, -  წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი