დავით დოიაშვილის მხარდამჭერი აქცია

17 აპრილი 2025, 11:50 208 ნახვა

დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასმა განცხადება გაავრცელა. ტექსტი  თეატრის შენობის წინ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა წაიკითხა. მასში ნათქვამია, რომ დასი "არ აღიარებს არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ დოიაშვილის გაშვებაზე".
"ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის, თავისუფალი აზრისთვის და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს.--აღნიშნულია განცხადებაში.  დავით დოიაშვილის მხარდასაჭერად თეატრთან აქცია გაიმართა. მსახიობები ამბობენ, რომ თეატრი ემსახურება ხალხს და არა ხელისუფლებას და ასევე ეკუთვნის სახელმწიფოს და არა რომელიმე კონკრეტულ მთავრობას. აქციის მონაწილეების თქმით სამინისტროს ეს გადაწყვეტილება რეპრესიებზე მიუთითებს. კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან გუშინ, გაათავისუფლა. უწყებაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უწყვეტი დაფინანსებისა და "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, თეატრის ხელმძღვანელობა ვალდებულებებს არ ასრულებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი