მცირე რაოდენობით ნარკოტიკების მოხმარებისთვის პატიმრობა გახდება თუ არა არაკონსტიტუციური

04 მაისი 2017, 00:00 2240 ნახვა

 სახალხო დამცველის აპარატი პირადი მოხმარებისთვის მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  დამზადების, შეძენის, შენახვის, აგრეთვე მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთის ან ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. 

სახალხო დამცველი აპარატი მიიჩნევს, რომ მცირე რაოდენობით ნარკოტიკების მოხმარებასა ან ფლობაზე პატიმრობის შეფარდება  ჩადენილი ქმედების სიმძიმის შეუსაბამოა და წარმოადგენს ღირსების შემლახველ სასჯელს.

"​საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მარიხუანას შემთხვევაში დაადგინა, რომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას ტარება არ შეიძლება გახდეს პატიმრობის საფუძველი. მაგრამ, სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე ეს არ ვრცელდება, ნებისმიერი სხვა ნარკოტიკის ოდენობა, ითვლება დიდ რაოდენობათ და შესაძლებელია  ადამიანი რამდენიმე წელი დაჯდეს საპყრობილეში უმცირესი დოზის ტარებისთვის" -  პაცხადებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი.

"ამჯერად განვიხილავთ მარიხუანის გარდა, სხვა ნარკოტიკების მცირე მოხმარების ან ფლობის გამო გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის საკითხის არაკონსტიტუციურობის საკითხს".

მისი თქმით, ისინი ვასაჩივრებთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 45 მუხლისა და სისხლის სამართლის კოდექსის 273 მუხლით დადგენილ პატიმრობის სასჯელს საქართველოს კონსტიტუციის  მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებაში.  

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი